მოსამართლე მგელიაშვილმა ანრი კვარაცხელია პატიმრობაში გაუშვა

07.12.24 12:44
მოსამართლე მგელიაშვილმა ანრი კვარაცხელია პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა აქტივისტი ანრი (ანზორ) კვარაცხელია პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. 

მოსამართლის განმარტებით, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად.

ბოდიშს ვუხდი აქ მჯდომებს ჩემი საქციელიდან გამომდინარე, ასევე ჩემ შვილებს, რა პოზიციაშიც ვარ, მათთვის ეს სამაგალითო არ არის, - თქვა ანზორ კვარაცხელიამ სასამართლო სხდომაზე. 

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორ როინ ხინთიბიძის განმარტებით, ბრალდებულმა სამართალდამცავების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა.

ადვოკატების განმარტებით, ანზორ კვარაცხელიას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და არც ამის შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

ადვოკატებმა კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიების სახით დატოვების შუამდგომლობა დააყენეს, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით 10 000 ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზეს.

ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები