მოსამართლე მგელიაშვილმა საბა ჯიქია პატიმრობაში გაუშვა

07.12.24 12:49
მოსამართლე მგელიაშვილმა საბა ჯიქია პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა დაკავებული აქტივისტები ერთი მეორეს მიყოლებით პატიმრობაში გაუშვა. ანრი კვარაცხელიასთან ერთად, მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა საბა ჯიქიასაც.

მოსამართლე მგელიაშვილის განმარტებით, წარდგენილ კადრებში ჩანს, თუ როგორ ურტყამს ფეხს წაქცეულ მდგომარეობაში მყოფ პოლიციელს საბა ჯიქია.

საბა ჯიქიას კონკრეტულად ედავებიან, რომ ფეხი ჩაარტყა პოლიციის თანამშრომელს სხეულის არეში. თუმცა ბრალდების მხარემ, სასამართლოს სხდომაზე. ძალიან ბერი ისაუბრა იმაზე, რომ დანა ეჭირა და დანის გამოყენებით თავდასხმა, ნუ ძალიან ბევრჯერ აღნიშნა, ძალის გამოყენებით, ძალის გამოყენებით. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, დადგენილებაში მსგავსი არაფერი არ ფიგურირებს. ვიდეო ჩანაწერში ჩანს პრიალა საგანი, თუმცა ეს პრიალა საგანი რა არის არ არის იდენტიფიცირებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამ საგანს ფაქტთან არანაირი კავშირი არ აქვს. ის არის ბავშვი, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია სამართალდამცავ ორგანოებთან. სწავლობდა, მუშაობდა. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში'', - ამბობს ადვოკატი.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

დაცვის მხარე ბრალდების შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატ ნინო მჭედლიშვილის განმარტებით, საერთოდ არ იკვეთება, რომ ის დანის კი არა, რაიმე სახის მჩხვლეტავ-ბასრი საგნის გამოყენებას არ აპირებდა. ადვოკატის თქმით, 18 წლის სტუდენტი ციხეში არ უნდა გაუშვან, ის წარსულში ნასამართლევი არაა და არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.

ადვოკატმა საბა ჯიქიას მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

ცნობისთვის, საბა ჯიქია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები