ზაჰესის იზოლატორის ეზო მომიტინგეებით სავსე დაკავების მანქანებითაა გადავსებული

07.12.24 13:29
ზაჰესის იზოლატორის ეზო მომიტინგეებით სავსე დაკავების მანქანებითაა გადავსებული

ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორის ეზო დაკავების მანქანებითაა გადავსებული. სწორედ ამ მანქანებში ჰყავთ აქციაზე დაკავებული მომიტინგეები,

ადვოკატის თქმით, დაკავებულებს მანქანებში სძინავთ, რადგან გამთენიიდან ამ დრომდე ელოდებიან იზოლატორში შესახლებას.

სპეციალური დანიშნულების რაზმებმა რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან ძალადობრივი მეთოდებით გაწმინდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და რამდენიმე მათგანი არაპროპორციული ძალის გამოყენებით დააკავეს. 

თუმცა მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი გაწმინდა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლეს. დემონსტრანტებს, სავარაუდოდ, იარაღიანი "ტიტუშკები" მიუგზავნეს. 

კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, რომ ე.წ. ტიტუშკები შავი ჯიპებიდან გადმოდიან და დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებიან.

მსგავსი სიახლეები