ნინოწმინდაში 50 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს

02.09.21 17:37
ნინოწმინდაში 50 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ნინოწმინდაში, სოფელ განძაში 50 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა დღეს, 2 სექტემბერს ნაშუადღევს მოხდა. ინფორმაციას sknews.ge ავრცელებს

სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა მისივე სახლის სხვენში იპოვეს.

„რა მოხდა არ ვიცით. შუადღის შემდეგ დაბრუნებულა სახლში, შემდეგ იპოვეს  სახურავში გარდაცვლილი.  რუსეთიდან დაახლოებით 2 კვირის წინ ჩამოვიდა. მეუღლე და 3 შვილი ჰყავს“,–ამბობს რწმუნებული.