ველო სპორტსმენები მსვლელობა თბილისში - უწყვეტი პროტესტი გრძელდება

07.12.24 13:44
ველო სპორტსმენები მსვლელობა თბილისში - უწყვეტი პროტესტი გრძელდება

უწყვეტი პროტესტი გრძელდება - ამ წუთებში რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები იკრიბებიან, თუმცა მანამდე ველო სპორტსმენები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, რომლებიც ახლა პარლამენტისკენ მიემართებიან.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია პროტესტი დღისითაც გაგრძელდეს.

მნიშვნელოვანია, რომ ის პროტესტი რომელიც ღამე ბზინვარებს რუსთაველის გამზირზე ჩანდეს დღის საათებშიც. არ შეიძლება მშვიდად ვიყოთ დღისით, როცა ღამე გვარბევენ. ეს არის მცდელობა იმისა, რომ პროტესტი გადმოვიდეს დღისითაც. თსუ-დან მსვლელობა იგეგმება, ასევე იქნება სხვა მსვლელობები. საბოლოო შეკრების წერტილი აქ არის პარლამენტის წინ'', - ამბობს სტუდენტი.

მსგავსი სიახლეები