ემპათია: "ხალხის წინააღმდეგ უცნობი ეტიოლოგიის ტოქსიკური საშუალებების გამოყენება წამებაა, რაც აკრძალულია საერთაშორისო კონვენციებით"
ცენტრი "ემპათია" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უცნობი ეტიოლოგიის ტოქსიკური საშუალებების გამოყენება, განიხილება როგორც წემება და სასტიკი მოპყრობა.
აღნიშნულ დანაშაულს არ აქვს ხანდაზმულობა და არ ექვემდებარება შეწყალებას - წერია გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც "ემპათიის" ხელმძღვანელი, ამრიამ ჯიშკარიანი ავრცელებს სოციალურ ქსელში.
გაზი, წყლის ჭავლის გამოყენება ახლო დისტანციიდან დაბალ ტემპერატურაზე, შეუიარაღებელი მომიტინგეების დევნა, შორს დისტანციაზეც კი - განიხილება როგორც სპეციალური პოლიციური საშუალებების დასჯის მიზნით გამოყენება, რაც საერთაშორისო სტანდარტებით განიხილება, როგორც წამება და სასტიკი მოპყრობა.
ამავდროულად, დაკავებულთა სასტიკი ცემა ბლაგვი საგნებით, უპირატესად თავისა და სახის არეში, მოტეხილობებითა და თავის ტვინის ტრავმებით, დამამცირებელი მოპყრობა, ვიდეო გადაღებით, სპეციალური დანიშნულებისა და პოლიციის სხვა დანაყოფთა მხრიდან არის სისტემური წამება, რაც აკრძალულია საერთაშორისო კონვენციებით, საქართველოს კონსტიტუციით და სსკ - თი. წამების აკრძალვა არის აბსოლუტური და არ აქვს საგამონაკლისო შემთხვევა. აღნიშნულ დანაშაულს არ აქვს ხანდაზმულობა და არ ექვემდებარება შეწყალებას", - წერია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან