ჩვენი კოლეგა საპროტესტო აქციაზე მიდიოდა და ავარიაში დაიღუპა - ჯიპიაი ჰოლდინგი
ჩვენი კოლეგა საპროტესტო აქციაზე მიდიოდა და ავარიაში დაიღუპა - ამის შესახებ განცხადებას ჯიპიაი ჰოლდინგი ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო.
ირკვევა, რომ მანქანაში იმყოფებოდა ასევე გარდაცვლილის დედაც, რომლის გადასარჩენად ამ წუთებში ექიმები იბრძვიან.
ვუსამძიმრებთ და გვერდში ვუდგავართ ჩვენი კოლეგის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ოჯახის თხოვნით, შევასწორეთ ტექსტი:
დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა.
ავტომობილში იმყოფებოდა ჩვენი კოლეგის დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება ამჟამად კლინიკაში და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.
ჩვენთვის უდიდესი ტკივილია იმის გაცნობიერება, რომ მიმდინარე მოვლენები ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს ემუქრება. ვუსამძიმრებთ და გვერდში ვუდგავართ ჩვენი კოლეგის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებს ოჯახის თანხმობის გარეშე ვერ გავავრცელებთ..- წერია განცხადებაში.
თავდაპირველად ჯიპიაი ჰოლდინგმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი კოლეგა საპროტესტო აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა.
ფოტო: George Khelashvili
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან