მსხვილი ბიზნესი მომიტინგეებზე ძალადობას გმობს - GIG ჰოლდინგის განცხადება
მსხვილი ბიზნესი მომიტინგეებზე ძალადობას გმობს - ქართული მულტიინდუსტრიული ჰოლდინგი GIG განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ნებისმიერი შეფერხება მიუღებელია და საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებასა და პოტენციალს.
ჯიაიჯი ჰოლდინგი საქართველოს დამოუკიდებლობის თანატოლია, ერთად გავიარეთ ურთულესი წლები.
ჩვენ და ჩვენი გუნდი მუდამ ერთგული ვრჩებით ქვეყნის კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის, რომელიც მკაფიო განსაზღვრავს საქართველოს განვითარების მთავარ ვექტორს, მის სწრაფვას ევროატლანტიკური სივრცისკენ
დაუშვებლად მივიჩნევთ ნებისმიერ შეფერხებას ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და პოტენციალის რეალიზებას.
ვგმობთ ნებისმიერი ფორმის ძალადობას ჩვენს თანამოქალაქეებზე, მშვიდობიან მომიტინგეებზე.
ჩვენ ვდგავართ და მუდამ ვიდგებით ქართველი ხალხის გვერდით", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.