''თავისუფლება პოლიტპატიმარ ანდრო ჭიჭინაძეს''- 16:00 საათზე საქალაქო სასამართლოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართება

07.12.24 15:37
''თავისუფლება პოლიტპატიმარ ანდრო ჭიჭინაძეს''- 16:00 საათზე საქალაქო სასამართლოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართება

''თავისუფლება პოლიტპატიმარ ანდრო ჭიჭინაძეს''- 16:00 საათზე მსახიობის სოლიდარობის აქცია  სხდომის პარალელურად საქალაქო სასამართლოს ეზოში გაიმართება. 

მსახიობის მხარდასაჭერად ხელოვანები ერთიანდებიან.

მსახიობი გიორგი ბახუტაშვილის თქმით, მთელი ქვეყანა ანდროს გვერდითაა. 

რეალობის შექმნას ცდილობენ, სადაც თანაგრძნობა არ არსებობს. არსებებს უბრალოდ  ჩაბღაუჭებული ძალაუფლება და ყველა იქცევა ისე, როგორც  მათ უნდათ. ჩანასახშივე წაგებული ბრძოლაა მათთვის. დამიჯერეთ, ეს რაღაც წამიერია. მთელი ქვეყანა ანდროს გვერდით არის და ძალიან იშვიათად შემხვედრია ანდროსნაირი კაცს'', - ამბობს გიორგი ბახუტაშვილი. 

ანდრო ჭიჭინაძის დედის თქმით კი ის ყველა სცენარისთვის მზად არის.

ყველაფრისთვის მზად ვარ, იმიტომ რომ ისეთ ადგილას და ვითარებაში ვცხოვრობთ ყველაფრისთვის მზად ვარ. ყველანაირი მოლოდინი მაქვს. ანდრო ძალიან მხნედ არის, ძალიან დიდი მადლობას ვუხდი საზოგადოებას, რომ ასეთი თანადგომა აქვს. ცოტა მერიდება მარტო ჩემს შვილზე ლაპარაკი, იმიტომ რომ იქ გაცილებით უფრო დაზიანებული, თავებგატეხილი ბავშვები არიან, რომლებიც იზოლატორებში იმყოფებიან. ანდრო არის თავის საქმით დაკავებული, არააგრესიული ადამიანი, მაგარამ რას აბრალებენ არ ვიცი'', - ამბობს ანდრო ჭიჭინაძის დედა.

ანდრო ჭიჭინაძის პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა -  მსახიობს აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

მსახიობი გუშინწინ დააკავეს.  თავდაპირველად, ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლშივე აიყვანეს.

მსგავსი სიახლეები