მთელი ქვეყანა ანდრო ჭიჭინაძის გვერდით არის - გიორგი ბახუტაშვილი
დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად ხელოვანები ერთიანდებიან.
მსახიობი გიორგი ბახუტაშვილის თქმით, მთელი ქვეყანა ანდროს გვერდითაა.
რეალობის შექმნას ცდილობენ, სადაც თანაგრძნობა არ არსებობს. არსებებს უბრალოდ ჩაბღაუჭებული ძალაუფლება და ყველა იქცევა ისე, როგორც მათ უნდათ. ჩანასახშივე წაგებული ბრძოლაა მათთვის. დამიჯერეთ, ეს რაღაც წამიერია. მთელი ქვეყანა ანდროს გვერდით არის და ძალიან იშვიათად შემხვედრია ანდროსნაირი კაცი'', - ამბობს გიორგი ბახუტაშვილი.
''თავისუფლება პოლიტპატიმარ ანდრო ჭიჭინაძეს''- 16:00 საათზე სასამართლო სხდომის პარალელურად საქალაქო სასამართლოს ეზოში მსახიობის სოლიდარობის აქცია გაიმართება.
მსახიობი გუშინწინ დააკავეს. თავდაპირველად, ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლშივე აიყვანეს.