როცა ზარბაზნები ქუხან, მუზები დუმან - ეს მომენტი დადგა - ჭოლა

07.12.24 15:07
როცა ზარბაზნები ქუხან, მუზები დუმან - ეს მომენტი დადგა - ჭოლა

დარწმუნებული ვარ ბევრი სხვა პროფესიები შეუერთდება თეატრების ხმას - რეჟისორი ლევან წულაძე მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს სოლიდარობას უცხადებს და დღეს 16:00 საათზე მის მხარდასაჭერად საქალაქო სასამართლოში მიდის. 

როცა ზარბაზნები ქუხან, მუზები დუმან - ეს მომენტი დადგა - ამბობს ჭოლა. 

ჩვენ გავიფიცეთ, გავჩერდით პროტესტის ნიშნად. როცა ზარბაზნები ქუხან, მუზები დუმან ეს მომენტი დადგა. ეს მომენტი კი ძალიან მძიმეა და საბოლოო. ეჭვი მეპარება, რომ სისტემის მონაწილეებს დააკლდეთ შექსპირი ან მოენატროთ, მაგრამ აქ ჩვენ პირად პოზიციაზეა საქმე. არ შეიძლება შეგუება რეალობასთან. დარწმუნებული ვარ ბევრი ადამიანი სხვა პროფესიები შეუერთდება თეატრების ხმას. ძალიან ვამაყობ, რომ თეატრის ხმა ესე ხმამაღალი აღმოჩნდა '', - ამბობს ლევან წულაძე.

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დღის წინ დააკავეს.  თავდაპირველად, ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლშივე აიყვანეს.

მსგავსი სიახლეები