ჩემი შვილი აქციაზე ეპილეფსიით დაავადებული ბიჭის დასახმარებლად მიდიოდა და დააკავეს - დედა
აქციაზე დააკავეს ისეთი პირებიც, რომლებიც სხვების დახმარებას ცდილობდნენ. ირკვევა, რომ აქციის მონაწილე, იურისტი ეპილეფსიანი ახალგაზრდა ბიჭის დასახმარებლად მიდიოდა, როცა შავნიღბიანებმა დააკავეს.
გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩვენი ოჯახის ახლობელი ქალბატონი შვილს ეძებდა, ეპილეფსიით დაავადებულს. პატარა არასრულწლოვანი ბიჭი დაიჭირეს. ხის ქვეშ ჯდება და ჩემს შვილს მოუხმობს, არჩილ სანდრო გამტაცეს ხელიდან. ჩემი შვილი წავიდა მისაშველებლად, ხალხის მასას გამოეყო თუ არა ის და მისი მეგობარი დააკავეს. ჩემს შვილს ახლა უშუალოდ დაზიანებები არ აქვს და არც მის მეგობარს. სპეცრაზმელებმა დააკავეს და როგორც კი გაიგეს იურისტი იყო და მოახერხა თავის დაცვა შესაბამისი მუხლების მიხედვით. გადასცეს დაუყოვნებლივ საპატრულო პოლიციას'', - ამბობს დაკავებულის დედა.
შეგახსენებთ, გუშინ საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირზე 19 წლის სანდრო ბუკია დააკავა და შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, თუმცა ოჯახის თქმით, მას მრავლობითი დაზიანებები აქვს, თავის, სახისა და სხეულის არეში.
დაკავებულის დედა ამბობს, რომ სანდროს ეპილეფსია აქვს და ამის შესახებ ნიღბიანებს უთხრა, თუმცა მათ ეს არ გაითვალისწინეს და მაინც დააკავეს 19 წლის ბიჭი.