დაკავებული ამბობს, რომ პოლიციის მიკროავტობუსში ფიზიკურად გაუსწორდნენ, აღენიშნება დაზიანებები - ადვოკატი

07.12.24 16:18
დაკავებული ამბობს, რომ პოლიციის მიკროავტობუსში ფიზიკურად გაუსწორდნენ, აღენიშნება დაზიანებები - ადვოკატი

იზოლატორებთან ამ დრომდე რიგებია - ადვოკატები  დაკავებულებთან შეხვედრას ითხოვენ. ვინც უკვე მოინახულა თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფები ამბობენ, რომ ამთ ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, როგორც თავად აცხადებს, მას უშუალოდ აქციაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მიდიოდა აქციაზე, რა დროსაც მოხდა მისი და მისი მეგობრის დაკავება. დაკავების დროს მას იძულებით წაართვეს მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები, რის შემდეგადაც გადაყვანილ იქნა, როგორც თავად აცხადებს პოლიციის მიკროავტობუსში , სადაც მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, მას ნამდვილად აღენიშნება დაზიანებები სახისა და სხეულის არეში", - ამბობს ადვოკატი. 

ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორის ეზო დაკავების მანქანებითაა გადავსებული. სწორედ ამ მანქანებში ჰყავთ აქციაზე დაკავებული მომიტინგეები,

ადვოკატის თქმით, დაკავებულებს მანქანებში სძინავთ, რადგან გამთენიიდან ამ დრომდე ელოდებიან იზოლატორში შესახლებას.

სპეციალური დანიშნულების რაზმებმა რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან ძალადობრივი მეთოდებით გაწმინდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და რამდენიმე მათგანი არაპროპორციული ძალის გამოყენებით დააკავეს. 

თუმცა მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი გაწმინდა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლეს. დემონსტრანტებს, სავარაუდოდ, იარაღიანი "ტიტუშკები" მიუგზავნეს. 

კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, რომ ე.წ. ტიტუშკები შავი ჯიპებიდან გადმოდიან და დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებიან.

ფოტო: გიორგი ხელაშვილი 

მსგავსი სიახლეები