"ადამიანებს თავისუფლების წართმევა დევს სამსხვერპლოზე" - დავით ბეშიტაშვილი ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფება

07.12.24 16:37
"ადამიანებს თავისუფლების წართმევა დევს სამსხვერპლოზე" - დავით ბეშიტაშვილი ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფება

საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან ხელოვანები. იქ იმყოფება მსახიობი დავით ბეშიტაიშვილიც.

ეს ყველაფერი მიანიშნებს მათ ჩამონგრევას. ცუდია, რომ ადამიანებს თავისუფლებას ართმევენ და ჯანმრთელობას. ეს დევს სამსხვერპლოზე. არ მაქვს ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი, იმიტომ რომ ამ კასტას არაერთხელ ჰქონდათ იმის შანსი, რომ ყოფილიყვნენ გმირები და ვითარება ისე არ ყოფილიყო, როგორც ახლა არის, მაგრამ ეს არ გააკეთეს. გასაგებია ყველაფერი, ჯიბეში აქვთ სასამართლო და თემიდა გაიხადეს ხასად. '', - ამბობს დავით ბეშიტაშვილი

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ორის დღის წინ დააკავეს.  თავდაპირველად, ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლშივე აიყვანეს.

მსგავსი სიახლეები