აქციაზე დააკავეს ექიმი, რომელიც სხვების დახმარებას ცდილობდა - ადვოკატის თქმით, ის ნაცემია

07.12.24 16:50
აქციაზე დააკავეს ექიმი, რომელიც სხვების დახმარებას ცდილობდა - ადვოკატის თქმით, ის ნაცემია

აქციაზე დააკავეს ექიმი ანდრო მეტრეველი, რომელიც სხვების დახმარებას ცდილობდა - ადვოკატის თქმით, მას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება, აქვს ნაკაწრები და სისხლნაჟღენთები.

მისი მიზანი აქციაზე ყოფნის იყო პირველადი დახმარება გაეწია დარბევის დროს. მას თან გააჩნდა შესაბამისი აღჭურვილობა ფიზიოლოგიური ხსნარი, ასევე კისრის ფიქსატორი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში კისრის მიდამოში არის დაზიანებები. კითხეს აქციიდან მოდიოდა თუ არა და რომ გაიგეს აქციის მონაწილე იყო, ამის შემდეგ გაუსწორდნენ ფიზიკურად, შეადგეს კორდონში. აქვს დაზიანებები სახის არეში, სისხლჩაქცევები აქვს თვალის მიდამოში და აქვს ნაკაწრებიც'', - ამბობს იურისტი.

ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორის ეზო დაკავების მანქანებითაა გადავსებული. სწორედ ამ მანქანებში ჰყავთ აქციაზე დაკავებული მომიტინგეები,

ადვოკატის თქმით, დაკავებულებს მანქანებში სძინავთ, რადგან გამთენიიდან ამ დრომდე ელოდებიან იზოლატორში შესახლებას.

სპეციალური დანიშნულების რაზმებმა რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან ძალადობრივი მეთოდებით გაწმინდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და რამდენიმე მათგანი არაპროპორციული ძალის გამოყენებით დააკავეს. 

თუმცა მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი გაწმინდა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლეს. დემონსტრანტებს, სავარაუდოდ, იარაღიანი "ტიტუშკები" მიუგზავნეს. 

კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, რომ ე.წ. ტიტუშკები შავი ჯიპებიდან გადმოდიან და დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებიან.

 

მსგავსი სიახლეები