ქვეყანაში მიმდინარეობს დაშინების პროცესი, ეს შიში გადატეხილია - კახა კინწურაშვილი

07.12.24 16:45
ქვეყანაში მიმდინარეობს დაშინების პროცესი, ეს შიში გადატეხილია - კახა კინწურაშვილი

ქვეყანაში მიმდინარეობს დაშინების პროცესი - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს ეზოში ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად მისულმა მსახიობმა, კახა კინწურაშვილმა განაცხადა. 

მიის თქმით, ეს შიში გადატეხილია და "ოცნების" ხელისუფლება ამით ვერავის შეაშინებს. 

ქვეყანაში მიმდინარეობს დაშინების პროცესი. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც შეიძლება საზოგადოებას გაუკეთონ, იმიტომ რომ მათ ნახეს საზოგადოების სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ, თუნდაც დარბევის დროს როგორ ინარჩუნებდნენ სიმშვიდეს ადამიანები, როგორ ეხმარებოდნენ ერთმანეთს. ახლა აჩენენ შიშს, რომ ადამიანები არ ენდონ ერთმანეთს, მაგრამ ეს შიში გადატეხილია, ყველამ იცის რა არის რეალობა. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ თვალი გაუსწორონ რეალობას ეს მათი არჩევანია, მაგრამ ამით ისინი ამ სასტიკ რეალობას ვერ შეცვლიან. ეს უნდა დამთავრდეს, პასუხისმგებლობა არის მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოზე, იმ ადამიანებზე ვინც გამოაცხადა თავი ამ ქვეყნის მმართველებზე, ვინც პოლიტიკურ დიალოგზე არ მიდიან საზოგადოებასთან და ძალის გამოყენებით ელაპარაკებიან მათ, პასუხისმგებლობა არის მათზე '',-ამბობს კახა კინწურაშვილი.

საქალაქო სასამართლოში და მის გარეთ მსახიობის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან ხელოვანები. იქ იმყოფება მსახიობი დავით ბეშიტაიშვილიც.

მსახიობი ორის დღის წინ დააკავეს.  თავდაპირველად, ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლშივე აიყვანეს.