ანდრო ჭიჭინაძის მაგალითზე გვანახებენ, რომ შეუძლიათ ნებისმიერი დაგვიჭირონ - ირაკლი ჩხიკვაძე
ანდრო მაგალითზე გვანახებენ, რომ შეუძლიათ ნებისმიერი დაგვიჭირონ - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად მისულმა მსახიობმა, ირაკლი ჩხიკვაძე განაცხადა.
მისი თქმით, ანდროს წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს, გარდა ვიდეოსა, რომელიც "იმედმა" გაავრცელა.
მტკიცებულები რაც არის და მე რაც ვნახე, ეს არის ვიდეო, რომელიც გამოაქვეყნა ''იმედმა''. ეგეთი საუბრები მეც მქონია, ბავშვები, როცა შეტაკებაზე შედიან, გამოდიან მერე და რაღაცებს გიყვებიან. ეს რანაირი მტკიცებულებაა, დასაჭერია მაშინ მთელი აქცია. რაღაცა, რომ ხდება პოლიციასა და ხალხს შორის, მერე ხდება ამის გაანალიზება, მოყოლა და რაღაცა. ამისთვის, როგორ შეიძლება ადამიანის დაჭერა, ეს თუ არის არჩეული მსხვერპლი, რომ აი ანდროთი განახებთ ჩვენ, რომ შეგვიძლია დაგიჭიროთ ნებისმიერი. ადამიანს, რომ აშინებ მითუმეტეს ქართველს არ ეშინია, უფრო იზრდება ეს აგრესია. სასამართლო არის ერთადერთი ადგილი, რომ სამართალი ვიპოვოთ, მაგრამ შეგრძნება მაქვს, რომ საშინელებაში ვარ'', - ამბობს ირაკლი ჩხიკვაძე.
საქალაქო სასამართლოში და მის გარეთ მსახიობის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან ხელოვანები. იქ იმყოფება მსახიობი დავით ბეშიტაიშვილიც.
მსახიობი ორის დღის წინ დააკავეს. თავდაპირველად, ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლშივე აიყვანეს.