სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ, ანდრო ჭიჭინაძის, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი მსჯელობს.
დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.
სასამართლოს როგორც სხდომათა დარბაზში, ასევე შენობაში კულტურის სფეროს წარმომადგენელბი იმყოფებიან და სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ ხელოვანებს.