ვიცავ ჩემს მსახიობს, ყველაზე მაგარი ადამიანს, ანდრო ჭიჭინაძეს - დოიაშვილი

07.12.24 17:13
ვიცავ ჩემს მსახიობს, ყველაზე მაგარი ადამიანს, ანდრო ჭიჭინაძეს - დოიაშვილი

ვიცავ ჩემს მსახიობს, ყველაზე მაგარი ადამიანს, ანდრო ჭიჭინაძეს - ამის შესახებ საქალაქო სასამართლში მყოფმა რეჟისორმა, დავით დოიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაზე ძვირფასს, შვილების თაობას ეხება ხელით და მათი მომავლის განადგურებას ცდილობს. 

ყველაზე საშინელი რამეა, რომ ხელით შეეხნენ ახალგაზრდებს. ყველაზე უფრო ძვირფასს რამეს, რაც კი გვაქვს. ეს არის მართლა ოქროს თაობა, რომელსაც რა ვიცი, ვანადგურებთ, ყველანი ვართ დასახიჩრებული, ჩვენი ძალიან მძიმე წარსულით. ნუ გავაკეთებთ იმას, რომ ეს ბავშვებიც იგივე წარსულში არსებობენ და იგივე ტკივილები მივაყენოთ, ამიტომ ვარ აქ მე და ვიცავ ჩემს მსახიობს, ყველაზე მაგარ ადამიანს თვალსაჩინო ნიმუშია როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქართველი ანდრო ჭიჭინაძე'', -ამბობს დავით დოიაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ, ანდრო ჭიჭინაძის, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პარალელურად სასამართლოს შენობაში და მის გარეთ შეკრებილები არიან ხელოვანები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ დაკავებულებს. 

მსგავსი სიახლეები