ანდროს დაკავება არის შეშინება, დარწმუნებული ვარ ჩვენი ბრძოლა რაღაც წერტილამდე მივა - ნინო კასრაძე
საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად მისული ნინო კასრაძე ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ ანდროს დაჭერით მსახიობების დაშინება გადაწყვიტა.
დარწმუნებული ვარ ჩვენი ბრძოლა რაღაც წერტილამდე მივა - ამბობს ნინო კასრაძე
ჩემი თვალსაზრისით, ეს არის შეშინება. ტერორის განცდის შექმნა. ანდროს ჰყავს ბევრი ფანები, ახალგაზრდებს სჯერათ მისი, მე გონია, რომ ამის ჩამოშორება უნდათ. შეგნებული ახალგაზრდები არიან, მათ გაცნობიერებული აქვთ რას აკეთებენ. ეს არ არის სტიქიური ხელების ქნევა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბრძოლა რაღაც წერტილამდე მივა. ჩვენ გვინდა ისეთი სახელმწიფო, სადაც არ იქნება ასეთი ძალადობა. ახალგაზრდებს დიდი მოდერნიზაცია უნდათ, ცხოვრება უნდათ და დამერწმუნეთ მშვიდი და წყნარი ცხოვრება უნდათ '', - ამბობს ნინო კასრაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ, ანდრო ჭიჭინაძის, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პარალელურად სასამართლოს შენობაში და მის გარეთ შეკრებილები არიან ხელოვანები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ დაკავებულებს.