დღეს აქციაზე დგომა ხელისუფლებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულია - ვანო ჯავახიშვილი
საქალაქო სასამართლოში ონისე ცხადაძის და სხვა დაკავებულების მხარდასაჭერად იმყოფება ვანო ჯავახიშვილი. იუმორისტული შოუს წამყვანი ამბობს, რომ დღეს აქციაზე დგომა ხელისუფლებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულიდა ყველა მეთოდით იბრძვიან, რომ ეს არ დაუშვან.
დღეს აქციაზე დგომა ხელისუფლებისთვის არის სისხლის სამართლის დანაშაული. უბრალოდ ვისაც ეწევიან ისინი მოჰყავთ, შეხედეთ რა ამბავია. სამართალი ამ ქვეყანაში ფაქტობრივად აღარ არსებობს. სოლიდარობას ვუცხადებთ ამ ხალხს და მაგიტომ მოვედით, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით ეს რა შენობაა, რაღაც ისეთი წრედია რა. ყველა კარები ღიაა სასამართლოსი ერთი პოლიციელი შევა, მეორე გამოვა ერთი და იგივე ბრალით და ჩვენებით'', - ამბობს ვანო ჯავახიშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ, ანდრო ჭიჭინაძის, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პარალელურად სასამართლოს შენობაში და მის გარეთ შეკრებილები არიან ხელოვანები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ დაკავებულებს.