დაშინების მცდელობა უარეს საპროტესტო ტალღას გამოიწვევს - ვასო ფხაკაძე

07.12.24 17:23
დაშინების მცდელობა უარეს საპროტესტო ტალღას გამოიწვევს - ვასო ფხაკაძე

იუმორისტი ვასო ფხაკაძე ამბობს, რომ დაშინების მცდელობა უარეს საპროტესტო ტალღას გამოიწვევს. ფხაკაძე ამ წუთებში საქალაქო სასამართლში ონისე ცხადაძის და სხვა დაკავებულების მხარდასაჭერად იმყოფება. 

შიშის დათესვას ემსახურება ყველა სფეროში ეს დაკავებები. არამარტო მსახიობები, იუმორისტებში, მათ შორის ექიმებშიც, რომ ცნობილი ადამიანია და ჩვენ ესე დავსაჯეთ და შენ, რომელიც არაცნობილი ხარ შენ შენით გათვალე რა გელის. მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ ეს პირიქით გამოიწვევს უარესს ტალღას'', - ამბობს ვასო ფხაკაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ, ანდრო ჭიჭინაძის, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პარალელურად სასამართლოს შენობაში და მის გარეთ შეკრებილები არიან ხელოვანები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ დაკავებულებს.  

მსგავსი სიახლეები