უნდა გადადგეს კობახიძე სასწრაფოდ და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები - ირაკლი კვირიკაძე

07.12.24 17:34
უნდა გადადგეს კობახიძე სასწრაფოდ და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები - ირაკლი კვირიკაძე

უნდა გადადგეს კობახიძე სასწრაფოდ და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად მისულმა ირაკლი კვირიკაძემ "პირველებთან" განაცხადა.

გუშინ აქცია ნამდვილად მიმდინარეობდა მშვიდობიანად, მაგრამ აქცია არ დაშალეს, მაგრამ ყველა მხრიდან იდგა ჯარი და წყლის ჭავლი, მე მგონი შიგნით აპირებენ ჩვენს გაჭყლეტას. უნდა გადადგეს კობახიძე სასწრაფოდ და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. მეტი ვარიანტი არ არის'', - ამბობს ირაკლი კვინიკაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ, ანდრო ჭიჭინაძის, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პარალელურად სასამართლოს შენობაში და მის გარეთ შეკრებილები არიან ხელოვანები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ დაკავებულებს.  

მსგავსი სიახლეები