''გუშინდელ აქციაზე ჩვენი გუნდის წევრი დააკავეს''- საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გუშინ საპროტესტო აქციაზე მათი გუნდის წევრი ვაკო ალავიძე დააკავეს.
როგორც ბანკის განცხადებაში წერია, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა აქციის მონაწილეებზე.
ჩვენი გუნდის წევრი, ვაკო ალავიძე, დააკავეს გუშინდელ აქციაზე. საქართველოს ბანკის ადვოკატები მასთან ადგილზე არიან და ყველაფერს აკეთებენ მისი უფლებების დასაცავად და მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლებისათვის. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა აქციის მონაწილეებზე! საქართველოს ბანკისათვის ევროინტეგრაციისკენ გზას ალტერნატივა არ აქვს!", - წერია განცხადებაში.