აქცია თსუ-სთან- სტუდენტების პროტესტი არ წყდება

07.12.24 17:53
აქცია თსუ-სთან- სტუდენტების პროტესტი არ წყდება

ამ წუთებში სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტებისა და ლექტორების აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები ''ქართული ოცნების'' პოლიტიკას აპროტესტებენ და ყველა დაკავებულს სოლიდარობას უცხადებენ. ცნობილია, რომ ისინი  მსვლელობით   რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ  და საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

აქციის მონაწილეების თქმით, სტუდენტების მთავარი მოთხოვნაა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ დაგმოს ძალადობა აქციის მონაწილეების მიმართ.

ჩვენი პირველი მოთხოვნაა ისა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა დაგმოს ის ძალადობა, რომელიც განხორციელდა მისივე სტუდენტების წინააღმდეგ. ასევე დაგმოს საგარეო კურსის ანტიევროპული ცვლილება, რომელზეც დადგა ჩვენი მთავრობა და ის რომ შევუერთდეთ აქცია გამოვხატოთ, დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი ნათლად და მკაფიოდ'', - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

მსგავსი სიახლეები