"სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს" - ბათუმში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან
"სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს" - ბათუმში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. შავი ზღვისპირა ქალაქში მცხოვრები მოქალაქეები ამ წუთებში ბათუმის უნივერსიტეტთან იკრიბებიან, დაგეგმილია მსვლელობაც.
ხალხმა დღეს ნაწამები და დარბეული მოქალაქეების ფოტოსურათები გაიტანეს ქუჩაში და ამ ფორმით უცხადებენ სოლიდარობას ნიღბიანების პირისპირ მდგომ თავისუფლებისთვის მებრძოლ თანამოაზრეებს.