საქართველოსა და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობას იწყებენ

07.12.24 18:06
საქართველოსა და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობას იწყებენ

საქართველოსა და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები კოსტავას ქუჩაზე საქართველოს უნივერსიტეტთან იკრიბებიან. ისინი წუთი-წუთზე მსვლელობით დაიძრებიან საქართველოს პარლამენტისკენ. 

აქციაზე დაკავებულია საქართველოს უნივერსიტეტის ერთი სტუდენტი, ამავე უნივერსიტეტის ერთი ლექტორი და კიდევ ერთი თანამშრომელი. ეს უკვე წითელი ხაზია - ამბობენ პროტესტის რეჟიმში გადასული ახალგაზრდები. 

თავისუფლებისთვის მებრძოლ თაობას ახლა ბრძოლა ევროპული მომავლის დაცვისთვის უწევს და იბრძვიან საკუთარი ტყვეობაში ჩავარდნილი მათი მეგობრების და ლექტორების უფლებებისთვისაც. 
 

მსგავსი სიახლეები