რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთში ახალი ბანერი აღმართებს

03.09.21 11:14
რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთში ახალი ბანერი აღმართებს

რუსმა ოკუპანტებმა  ხურვალეთში, მავთუხლართებთან, ახალი ბანერი აღმართეს. ფაქტის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის, "ძალა ერთობაშია", ლიდერი საუბრობს. დავით ქაცარავა ამბობს, რომ რუსი ოკუპანტების გააქტიურება შემთხვევითი არ არის.

ქაცარავა ხელისუფლების უყურადღებობასა და უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.

ახალი ბანერი დაახლოებით ერთი კვირის პერიოდში დაიდგა. რთულია იმის თქმა, რისთვის დასჭირდათ აი, ამ მავხთულხლართის შიგნით ამ ბანერის დადგმა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რუსი ოკუპანტები აქტიურად აყენებენ ბანერებს, ავლებენ მავთულხლართებს, მათი გააქტიურება არ არის შემთხვევითი, - ამბობს ქაცარავა.