ჯგუფური თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - ომბუდსმენი პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს

07.12.24 23:14
ჯგუფური თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - ომბუდსმენი პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს

ჯგუფური თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - ომბუდსმენი, ლევან იოსელიანი პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს. 

ადამიანების ჯანმრთელობაზეც და უსაფრთხოებაზეც პასუხისმგებელი არიან სახელმწიფო - ამბობობს სახალხო დამცველი. 

შოკირებული ვარ, რაც ვიხილე ამით. წარმოუდგენელია, რომ თბილისის ქუჩებში შავებში ჩაცმული ადამიანები დათარეშობენ. შსს-მ ყველა პირი, რომელმაც ჩაიდინა ეს დანაშაული, უნდა მისცეს პასუხისგებაში. ქვეყანა ასე მივა სამოქალაქო ომამდე. ამაზე მეტი რა უნდა ვნახოთ. ადამიანების ჯანმრთელობაზეც და უსაფრთხოებაზეც პასუხისმგებელი არიან სახელმწიფო. იქ რაც ხდებოდა ამაზე პასუხისმგებელი არიან ის საპოლიციო დანაყოფები, ვინც იქ იმყოფებოდნენ", - განაცხადა ლევან იოსელიანმა "შაბათის ეთერის" პირდაპირ ეთერში. 

სახალხო დამცველის ოფიციალური განცხადება: 

ბოლო ერთი საათის განმავლობაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, შავებში ჩაცმული პირები თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან მოქალაქეებს და ტვ პირველის ჟურნალისტებს. 

სახალხო დამცველი მოუწოდებს რუსთაველის მიმდებარედ მობილიზებულ საპოლიციო ძალებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და უზრუნველყონ ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხოება.

სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და მოხდეს შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა." - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

"ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ.

ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი. 

 

მსგავსი სიახლეები