მდინარაძე "TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე სასტიკ ანგარიშსწორებას "გაუთვალისწინებელ ინციდენტს" უწოდებს
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე "TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე სასტიკ ანგარიშსწორებას "გაუთვალისწინებელ ინციდენტს" უწოდებს
ის "იმედზე" ამტკიცებს, რომ "99%-იანი შანსია, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე".
"ამას ჰქვია გაუთვალისწინებელი ინციდენტი, ამორალური ამავდროულად. ეს არის მავნებლობა. 99%-იანი შანსია, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე.
ვინც ეს გააკეთა, ტვ პირველის ჟურნალისტზე შური იძია და ამით გონია, „ოცნების“ ან ხელისუფლების მხარდაჭერა გამოხატა, პირიქით, მავნებელია, ვინც ნაცების და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს.
უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. კიდევ რაშია იცი საქმე? ერთი კვირა მინიმუმ ილაპარაკებენ ამაზე, აღარაფერი აღარ იქნება, არც ევროინტეგრაცია დააინტერესებთ და არაფერი, ძალადობის საფარ ქვეშ დაიწყეს ხალხის ბულინგი", - თქვა მდინარაძემ.
"ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ.
ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.