კლინიკაში, სადაც "ტვ პირველის" დაშავებული რეპორტიორები იმყოფებიან, ნარკოდილერების მფარველობაში მხილებული გიორგი პირველაშვილი მივიდა

08.12.24 00:34
კლინიკაში, სადაც "ტვ პირველის" დაშავებული რეპორტიორები იმყოფებიან, ნარკოდილერების მფარველობაში მხილებული გიორგი პირველაშვილი მივიდა

 

ინგოროყვას კლინიკაში, სადაც თავდასხმის შედეგად მძიმედ დაშავებული "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფის წარმომადგენლები არიან გადაყვანილები, ნარკოდილერების მფარველობაში მხილებული პოლიციელი, გიორგი პირველაშვილი მივიდა. 

"პირველების" კამერების დაფიქსირების შემდეგ, სისტემიდან გაგდებულმა და შემდეგ უკან დაბრუნებულმა პოლიციის მაღალჩინოსანმა კლინიკის დატოვება საავადმყოფოს უკანა კარიდან სცადა.

პირველაშვილმა ნოდარ მელაძეს არცერთ კითხვაზე პასუხი არ გასცა და ამტკიცებდა, რომ პაციენტის სანახავად იყო მისული. 

  • აღსანიშნავია, რომ ღამის 12:34-ზე პაციენტებტან მნახველები არ დაიშვებიან. უცნობია, გამოიყენა თუ არა პოლციიის მაღალჩინოსანმა სამსახურეობრივი ე.წ. მოწმობა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილიყო.

"ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ.

ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი. 

  • შეგახსენებთ, რომ გიორგი პირველაშვილი 4 დეკემბერს იმყოფებოდა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტთან", სადაც ოთხი პროდასავლური პარტიის ლიდერები კონსულტაციებს მართავდნენ.
  • მას შემდეგ, რაც ის "ტვ პირველის" ჟურნალისტმა ამოიცნო, პირველაშვილი იძულებული გახდა,  ეღიარებინა, რომ გომელაურის უწყების მოქმედი თანამშრომელია. 
  • პირველაშვილმა არ უპასუხა კითხვას აგო თუ არა პასუხი 2022 წლის 16 დეკემბერს, თბილისის ცენტრში, აღმაშენებლის 114-ში მომხდარ ფაქტზე, როცა პირველაშვილი საკუთარ თანამშრომლებს იარაღით ემუქრებოდა და სპეცოპერაციის ჩაშლას ცდილობდა.

მსგავსი სიახლეები