პრეზიდენტი "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება

08.12.24 00:50
პრეზიდენტი "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასსოცილაურ ქსელში ეხმაურება:

ტერორისაქართველოში: "ქართული ოცნების" სასტიკი რეჟიმი აღარ მალავს თავის ნამდვილ სახეს, თუნდაც პირდაპირ ეთერში.

წარმოუდგენელი და მზარდი ტერორი მედიის წინააღმდეგ - ძალადობა და სასტიკი ცემა ჟურნალისტებზე, რომლებიც უბრალოდ ასრულებენ თავიანთ საქმეს!- წერს სალომე ზურაბიშვილი. 

"ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ.

ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი. 

 

მსგავსი სიახლეები