დატბორილი სახლები, ეზოები და ქუჩები - დასავლეთში სტიქიას ებრძვიან (ვიდეო)
დატბორილი სახლები, ეზოები და ქუჩები - დასავლეთში სტიქიას ებრძვიან. ორდღიანმა ძლიერმა წვიმამ გურიასა და აჭარაში პრობლემები შექმნა.
რამდენიმე ლოკაციაზე გააქტიურდა მეწყერული პროცესები, სადაც მოსახლეობისთვის გადაადგილება სახიფათოა.
გვიან ღამით ე.წ საჯავახოს უღელტეხილზე კლდის მასა ჩამოიშალა.