პოლიციის მაღალჩინოსანი, გიორგი პირველაშვილი კლინიკაში ნაცემ აქტივისტთან შევიდა
დადგენილია, რა მიზნით იმყოფებოდა, პოლიციის მაღალჩინოსანი, გიორგი პირველაშვილი ინგოროყვას კლინიკაში.
ირკვევა, რომ ნარკოდილერების მფარველობაში მხილებული პოლიციელი ნაცემ აქტივისთან, დუტა პეტრიდისთან პალატაში შევიდა და სავარაუდოდ, ფოტო გადაუღო.
დაშავებული თქმით, პირველაშვილს თან ორი ტელეფონი ჰქონდა. მისი ამოცნობა ნაცემმა აქტივისტმა შეძლო და მომხდარის დეტალები "ტვ პირველს" მოუყვა.
ცნობისთვის, “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრ დუტა პეტრიდისს ძალადობრივმა ჯგუფებმა პარტია „ახალის“ ოფისში სცემეს.
ინგოროყვას კლინიკაში, სადაც თავდასხმის შედეგად მძიმედ დაშავებული "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფის წარმომადგენლები არიან გადაყვანილები, ნარკოდილერების მფარველობაში მხილებული პოლიციელი "ტვ პირველმა" რამენიმე წუთის წინ დააფიქსირა.
სისტემიდან გაგდებულმა და შემდეგ უკან დაბრუნებულმა პოლიციის მაღალჩინოსანმა კლინიკის დატოვება საავადმყოფოს უკანა კარიდან სცადა და თან ამტკიცებდა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში ახლობელი მოინახულა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი პირველაშვილი 4 დეკემბერს იმყოფებოდა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტთან", სადაც ოპოზიცუიას ჩასაფრება მოუწყვეს.
მაშინაც მისი იდენთიფიცირება "ტვ პირველმა" შეძლო.
პირველაშვილმა არ უპასუხა კითხვას აგო თუ არა პასუხი 2022 წლის 16 დეკემბერს, თბილისის ცენტრში, აღმაშენებლის 114-ში მომხდარ ფაქტზე, როცა პირველაშვილი საკუთარ თანამშრომლებს იარაღით ემუქრებოდა და ნარკოდილერის აყვანის სპეცოპერაციის ჩაშლას ცდილობდა.