ჟურნალისტს, რომელიც "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას მობილურით იღებდა, ნიღბიანები სასტიკად გაუსწორდნენ
ივანიშვილის ტიტუშკების სამიზნე, ჟურნალისტი მაკა ჯანაშიაც გახდა. სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი ქალი მას შემდეგ გახდა, რაც ბესიკის ქუჩაზე "ტვ პირველის" ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდასხმის გადაღება დაიწყო.
ჟურნალისტი იხსენებს, რომ მას ფიზიკურად ნიღბიანი კაცი გასუწორდა.
მეცა, ტელეფონი, გამტაცა და სახეში ჩამარტყა მუშტი. მის გვერდზე მყოფმა, ფეხებში წიხლები დამიშინა, აის შემდეგ გავიგე, რომ ოპერატორი უცემიათ, მძიმე მდგომარეობაში იყო. როცა ვეუბნებოდი ჟურნალისტი ვართქო, სავარაუდოდ, მაგიტომ ჩამარტყა.
მისი თქმით, ჟურნალისტებს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული გომელაურის გამოგზავნილი აღვირახსნილი გდდ-ს თანამშრომლები გაუსწორდნენ. ჟურნალისტი იხსენებს, რომ თავდამსხმელებს თან ჰქონდათ წიწაკის სპრეი, რომელსაც პატრულის წინ იყენებდნენ, თუმცა პოლიცია კანონდარღვევაზე არ რეაგირებდა. ამასთან ჯანაშია ადასტურებს ინფრომაციას, რომ დაპირისპირების დაწყების დროს ადგილზე შსს-ს თანამსრომელბი იყვნენ, თუმცა შემდეგ მიიმალნენ.
"ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ.
ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.