თვითმხილველი: ჟურნალისტებს, სავარაუდოდ, სპეცრაზმი გაუსწორდა, მათ ჰყავდათ მეთაური

08.12.24 11:15
თვითმხილველი: ჟურნალისტებს, სავარაუდოდ, სპეცრაზმი გაუსწორდა, მათ ჰყავდათ მეთაური

თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - თითმხილველები "პირველებთან" მომხდარს იხსენებენ. მოქალაქე, რომელიც საზარელ ფაქტს შეესწრო, ფიქრობს, რომ ნიღბიანი მოძალადეები ხელისუფლების მიერ იყვნენ წახალისებულები. მისი თქმით, ბანდფორმირებებს მეთაურიც ჰყავდათ. თვითმხილველები ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული, თუმცა ვიტარების გასანეიტრალებლად არაფერი გაუკეთებია.

ვიღებდი მე. თქვენი ოპერატორი წააქციეს, წიხლები ხომ შედგნენ, შემდეგ 6 კაცი წაქცეულ ადამიანზე ზედ ხტუნაობდა და უბრალოდ, თმებში ხელი წამავლო და დამაგდო ძირს. დიდი წინააღმდეგობა არ გავუწიე. იცით, როგორი სიტუაცია იყო? ეს ამხელა ჯგუფი, 30 კაცი იქნებოდა დაახლოებით, ერთ ადამიანს ბრძანებას ემორჩილებოდა. ანუ მისი ხელის მოძრაობაზე მოძრაობდნენ, იხევდნენ უკან, როცა ანიშნებდა და მიდიოდნენ წინ, როცა ის მიუთითებდა. მასინვე ვთქვი, რომ ესენი არიან სპეცრაზმელები. ზუსტად იგივე ხდებოდა, რასაც აკეთებს ეს სპეცრაზმელები რომ ჰგონიათ თავი.. აღნაგობით, მოძრაობით და ბრძანებებით, - ამბობს თვითმხილველი. 

ორივე თითმხილველი, ვინც აღნიშნულ კადრებს ტელეფონით იღებდა, სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა. 

"ტვ პირველის" ჟურნალისტი და ოპერატორი, რომელსაც გუშინ ე.წ. "ტიტუშკების" თავს დაესხნენ, ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩებიან. მაკა ჩიხლაძეს და გიორგი შეწირულს მთელი ღამე სამედიცინო მანიპულაციები უტარდებოდათ. 

"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე ძალადობრივი თავდასხმიდან უკვე 10 საათი გავიდა, თუმცა პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. 

მსგავსი სიახლეები