ძალადობრივი დაჯგუფება "ოცნების" მითითებებით მოქმედებდა - ნიკა სიმონიშვილი

08.12.24 11:40
ძალადობრივი დაჯგუფება "ოცნების" მითითებებით მოქმედებდა - ნიკა სიმონიშვილი

თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - იურისტები "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. იურისტი ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ძალადობის მითითება მოძალადე დაჯგუფებებს სწორედ ხელისუფლებისგან ჰქონდათ. მისი თქმით, მომხდარში ბრალეულობა ასევე საპატრულო პოლიციასაც ეკისრება, რომელიც თავდასხმებზე არ რეაგირებდა. 

იქ რომ არ ყოფილიყო პირდაპირი მითითება შესაბამისი მაღალჩინოსნების მხრიდან, უბრალოდ, შეუძლებელი იქნებოდა, რომ ამ ადამიანებს ასე ემოქმედათ. ამიტომ ჩვენ აქ უნდა გამოვკვეთოთ ბრალეულობა ერთი მხრივ „ქართული ოცნების“ შესაბამისი მაღალჩინოსნების და ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლების, რომლებიც თავის მოვალეობას არ ასრულებდნენ, რომელიც უნდა შეესრულებინათ. ამიტომ, ეს ადამიანები პირდაპირ იგდებენ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად საფრთხის ქვეშ, რასაც ჰქვია პასუხისგება ამ დანაშაულებზე. რა თქმა უნდა, იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობდნენ, მათზე საუბარიც ზედმეტია. ისინი პირდაპირ არიან უკანონო დავალების შემსრულებლები, - ამბობს ნიკა სიმონიშვილი. 

"ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ.

ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი. 

 

მსგავსი სიახლეები