"ტვ პირველის" სასტიკად ნაცემი რეპორტიორები კლინიკაში რჩებიან - ბოლო ცნობები მაკა ჩიხლაძის და გიორგი შეწირულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
"ტვ პირველის" სასტიკად ნაცემი ჟურნალისტი და ოპერატორი ინგოროყვას კლინიკაში რჩებიან. ცოტა ხნის წინ მათი ჯანმრთელობის შესახებ განმატებები ექიმმა ნინო ხარაიშვილმა გააკეთა. მედიკოსის ცნობით, გიორგი შეწირულს ტვინის შერყევა, ხოლო მაკა ჩიხლაძეს თავრბუსხვევა და სისხლჩაქცევები აღენიშნება და საჭიროა, მათი კლინიკაში გაჩერება.
მაკას და გიორგის მდგომარეობა ამ დროისათვის არის სტაბილური. ჯერჯერობით რჩებიან კლინიკაში. მოგახსენებთ დეტალურად მათი ჯანმრთელობის შესახებ: მაკას აღენიშნებოდა თავბრუსხვევა, ასევე თვალის არეში კონექტიური სისხლჩაქცევა. საბედნიეროდ, თვალის კაკლების მოძრაობა შენახულია, მხედველობის სიმახვილე არ არსი დაქვეითებული. თავს გრძნობს ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებლად. თავის ტვინის რომოგრაფიული დათვალიერებით, მას თავის ტვინის ძვლოვანი სტრუქტუების დაზიანება არ აღენიშნება. აქვს მუხლის დაჟეჟილობა.
რაც შეეხება გიორგის, მას აღენიშნებოდა კისრის არეში დაახლოებით ორ სანტიმეტრიანი სისხლმდენი ჭრილობა, რომელიც დამუშავდა, გაიკერა. შემოსვლისას მას აღენიშნებოდა თავსბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი. შესაბამისად, მოთავსდა თავის ტვინის შერყევით ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში. ტრავმული დაზიანება გამოირიცხა.
კიდევ სამი დაზარალებული რჩება ჩვენს დეპარტამენტში, - ამბობს ექიმი ნინო ხარაიშვილი.
"ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ.
ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.