მკვლელობა განმუხურში - დაკავებულს ბრალი წარედგინა

03.09.21 12:07
მკვლელობა განმუხურში - დაკავებულს ბრალი წარედგინა

ბიზნესმენის მკვლელობა განუხურში - დაკავებულ კახა კალანდიას ბრალი წარედგინა. ინფორმაციას  საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მომხდარი ბიზნესმენ ვ.ვ.-ს მკვლელობის ფაქტზე კ.კ-ს ბრალდება  წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 1 სექტემბერს, კ.კ.-მ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, განზრახ მოკვლის მიზნით,  ვ.ვ.-ს, მისსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ვ. საავდმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა  კ.კ.  იმავე დღეს დააკავეს, - წერია უწყების განცხადებაში.

დანაშაული  7-დან  15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.