ვყვიროდი, ვეხვეწებოდი პატრულს, რეაგირება ჰქონოდათ, გაშეშებულები მიყურებდნენ - ვიკა ბუკია
ჟურნალისტი ვიკა ბუკია ყვება, რომ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის დროს, ადგილზე სამი საპატრულო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მისი თქმით, პოლიციელებს ის შევლას სთხოვდა, თუმცა სამართალადმცველები არ რეაგირებდნენ.
რომ გავიქეცი მაკასთან, პირველ რიგში, რაც გავაკეთე, ვნახე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. სამი ეკიპაჟი იყო. ვყვიროდი, განწირული ვიყავი, ვეხვეწებოდი პატრულს, რომ ჰქონოდათ რეაგირება და მიყურებდნენ გაშეშებული სახეებით. ამიტომ, ყოველთვის, როცა ამ ძალადობაზე ვისაუბრებთ, არ დაგვავიწყდეს, რომ ამაში მონაწილეობას იღებდა შსს, - ამბობს ვიკა ბუკია.
"ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ.
ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.