"თავისუფლებისთვის იბრძვის, დგას რუსთაველზე, ამისთვის ისჯება" - დაკავებული სანდრო ქინქლაძის დედა

08.12.24 12:17
"თავისუფლებისთვის იბრძვის, დგას რუსთაველზე, ამისთვის ისჯება" - დაკავებული სანდრო ქინქლაძის დედა

18 წლის აქტივისტის, სანდრო ქინქლაძის დედა, ნატო სალაყაია შვილის დაკავების შესახებ ყვება. ქალი ამბობს, რომ სანდრო დაკავებას ელოდა და ამის შესახებ დედაც გააფრთხილა. მისი თქმით, სანდრო მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ის სამშობლოს კეთილდღეობისთვის იბრძოდა. 

დაახლოებით 23:00 საათზე დააკავეს. გამოდიოდა თავისი მეგობრის სახლიდან და დახვდა ხუთი კაცი. ხუთი კაცი რად უნდოდა სანდროს, სუსტი ბავშვია. ელოდებოდა, რომ მე დამაკავებენ აუცილებლადო და ლაშას ტელეფონიდან დაწყებული, ყველაფერი მასწავლა რა და როგორ... თავისუფლებისთვის იბრძვის, დგას რუსთაველზე, ამისთვის ისჯება ეს ბავშვი. მე დევნილი, გაჭირვებაში გავზარდე ეს ბავშვი. იმისთვის გავზარდე, რომ სახელმწიფომ მას რამე დაუშავოს? ჩვენ ერთმანეთს ვკლავდით დედა-შვილი, მე ამათი მომხრე ვიყავი, - ამბობს სანდრო ქინქლაძის დედა. 

აქტივისტი სანდრო ქინქლაძე რამდენიმე საათის წინ დააკავეს.  

მსგავსი სიახლეები