დაკავებული აქტივისტი გიორგი ახობაძე ამტკიცებს, რომ პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდო - ის მშრალ შიმშილობას აცხადებს

08.12.24 12:26
დაკავებული აქტივისტი გიორგი ახობაძე ამტკიცებს, რომ პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდო - ის მშრალ შიმშილობას აცხადებს

აქტივისტი გიორგი ახობაძე, რომელიც გუშინ დააკავეს, ამბობს, რომ მას დაკავების პროცესში ჯიბეში ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. ადვოკატი, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა, ამბობს, რომ გიორგიმ მხოლოდ დღეს შეიტყო, რომ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავებიან.

გიორგი ახობაძე, რომელიც აცხადებს, რომ ის და მისი მეგობარი ერთად მოძრაოდბა თამარ მეფის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც  გააჩერა საპატრულო პოლიციამ. ხელბორკილის დადებისთანავე მანქანის ე.წ. კაპოტთან მიყვანისთანავე, როგორც თვითინ თქვა, იგრძნო, რომ შარვლის მარცხენა ჯიბეში პოლიციელმა ხელი ჩაუყო და მიხვდა, რომ რაღაც უკანონო ნივთიერების ჩადებას ჰქონდა ადგილი. მის ჯიბეში ჩადეს, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება, სავარაუდოდ, შეფუთული სახით. გიორგი ახობაძე აცხადებს მშრალ შიმშილობას, - ამბობს ადვოკატი.

ახობაძის გარდა დაკავებულია ჟურნალისტი ნიკა კაციაც, რომელსაც ანალოგიური ბრალდება აქვს წაყენებული. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს და არც რაიმე განმარტება გაუკეთებიათ. 

მსგავსი სიახლეები