ჩვენი დაშინება უნდათ, არ უნდა შევშინდეთ - გიორგი შეწირული

08.12.24 13:40
ჩვენი დაშინება უნდათ, არ უნდა შევშინდეთ - გიორგი შეწირული

"ტვ პირველის" ოპერატორი გიორგი შეწირული, რომელსაც გუშინ ე.წ. ტიტუშკები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამბობს, რომ ეს ფაქტი კრიტიკული მედიის დაშინებას ემსახურებოდა. მისი თქმით, არაფრის ეშინია და მზადაა, ისევ ხალხის სამსახურში ჩადგეს.  

თავის ტკივილები მაქვს, გულის რევის შეგრძნება მაქვს. ხელი მაქვს დაბეჟილი, მიკეთებენ გამაყუჩებლებს, ნაკერებიც მტკივა თავზე. სამი ნაკერი დამადეს. ჩვენი დაშინება უნდათ. როდესაც კრიტიკული მედია მუშაობს ეპიცენტრში, არ უნდათ, რომ გადავიღოთ მათ მიერ ნაცემი ადამიანები. არ უნდათ, ეს რომ მივიტანოთ იმ ადამიანებამდე, ვინც ტელევიზორთან სხედან. არ უნდა შევშინდეთ, მე ორმაგად ძლიერი ვარ, გავძლიერდი და ერთი სული მაქვს, როდის გამოვჯანმრთელდები, რომ საქმეს შევუდგები, - ამბობს შეწირული. 

"ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ.

ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი. 

 

მსგავსი სიახლეები