ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობაა - თამარ კინწურაშვილი "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე

08.12.24 13:52
ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობაა - თამარ კინწურაშვილი "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე

მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი "ტვ პირველის" გადამრებზე ჯგუფზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. კინწურაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ სწორედ ხელისუფლებაა, ვინც ამ ძალადობას რიგ შემთხვევებშ სპეცრაზმის, ხოლო სხვა შემთხვევებში ზონდერების მეშვეობით ახალისებს.

ამასთან, მისი თქმით, პასუხისმგბელობა ეკისრებათ იმ მედიასაშუალებებსაც, რომლებიც ტავისი განცხადებებით ძალადობას ახალისებენ. 

ეს არის ცალსახად ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობა. ერთ დღეს შეიძლება, სპეცრაზმის მეშვეობით გააკეთოს, მეორე დღეს გააკეთოს ზონდერების მეშვეობით, რომელიც დაუსჯელობით სარგებლობენ და ეს მუშტი მოხვდება საქართველოს ყველა მოქალაქეს თუ გაქრებიან ჟურნალისტები, რომლებიც ემსახურებიან საჯარო ინტერესებს. დღესმახსენდება, როედსაც შევარდნაძის დროს ჩვენს ოფისში შემოიჭრნენ ძალოვანები, მეორე დღესსახელმწიფო მინისტრმა ცასალახად დაგმო, ავთანდილ ჯორბენაძე იყო მაშინ, ეს ძალადობა და შეგხვდა სამტავრობო სექტორს და ჩვენთან ღია დიალოგი გამართა. ამის გარდა, ჩვენ დაგვიბარეს ამოცნობაზე, მათ შორის, სოზარ სუბარიც იქ იყო და სამართლებრივი მსვლელობა ჰქონდა. დღეს ნებისმიერი განცხადება იმ მედიების და პლატფორმების მხრიდან, რომელიც თვითონ აღვივებენ ძალადობას, არის არაფერი, სანამ ისინი ყოველდღიურ რეჟიმში არ მოიტხოვენ დამნაშავეების დასჯას. მე მახოსვს, როგორ დააპტიმრეს ნინო გიორგობიანი ბელორუსში, როდესაც ის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი იყო და როგორ დავიხსენით პატიმრობოდან საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ოპერატორ გიორგი ლაღიძესთან ერთად. ამიტომ, ჩვენი ვალია, დავიცვათ ის, რასაც საქართველომ აქამდე მიაღწია და არ დაკანონდეს ის უკანონობა, რაც დღეს ხდება, - ამბობს თამარ კინწურაშვილი. 

"ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ.

ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი. 

 

მსგავსი სიახლეები