სტიქია ხობში - დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურდა მოსავალი
ძლიერი სტიქია ხობის მუნიციპალიტეტში - "ტვ პირველის" კორესპონდენტის ინფორმაციით, სოფელ ჭალადიდსა და შავღელეში ძლიერი წვიმების შედეგად ეზოები, ქუჩები და სავარგულები დაიტბორა.
უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია.
ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.