ეს არის ხელისუფლების მიერ მედიაზე დაგეგმილი და განხორციელებული იერიში, რომ თავისუფალი ხმა აღარ ისმოდეს - ნოდარ მელაძე

08.12.24 15:23
ეს არის ხელისუფლების მიერ მედიაზე დაგეგმილი და განხორციელებული იერიში, რომ თავისუფალი ხმა აღარ ისმოდეს - ნოდარ მელაძე

"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, რომელიც ამ წუთებში მედიის წარმომადგენლების მიერ დაანონსებულ აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ არხის გადამღებ ჯგუფზე იერიში ხელისუფლების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული იყო. მისი თქმით, "ოცნების" მიზანია, ქვეყანაში თავისუფალი ხმა აღარ ისმოდეს.  

ნოდარ მელაძე პირდაპირ ამბობს, რომ "ტვ პირველის" ჟურნალისტი და ოპერატორი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ. 

უფლება კი არა, ჟურნასლიტების სიცოცხლე არ არის ამ ქვეყანაში დაცული, იმიტომ, რომ სიკვდილს მართლა სასწაულმა გადაარჩინა მაკა ჩიხლაძეც და გიორგი შეწირულიც გუშინ. გვიან ღამე მერე ექიმებს ველაპარაკებოდი, გიორგი შეწირული რომ გადარჩა და ხერხემალი არ ჩაუმტვრიეს, არის პირდაპირი ჩართვის მოწყობილობა, რომელიც ეკეთა ზურგზე, რომელიც არის რკინის და აქვს თავისი დარბილება და რომ ურტყამენდნენ ხერხემალში წიხლებს, ეს იცავდა. 

ამ თავდასხმას ჰყავდა მეთაური და ეს კადრებშიც ძალიან ცხადად ჩანს, რომლის ვიზუალსაც თუ დააკვირდებით, ძალიან ნათელია, რომ ის არის კარგად გაწვრთნილი და შესაბამისი მომზადების გავლილი ადამიანი და იყო მტელი ბანდა, 25-30 კაციანი სიკვდილის ბრიგადა, რომელიც თბილისის სამთავრობო კვარტალში გადაადგილდებოდა და ადამიანებს სცემდა, თავს ესხმოდა და ეს ხომ ჩვეულებრივი მოვლენა არ არის. ეს არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული იერიში, რომ ქვეყანაში აღარ ისმოდეს თავისუფალი ხმები. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური არის ყველაზე უმაქნისი უწყება ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაზე არაერთი გამოძიება დაუწყია ამ სამსახურს, მაგრამ არცერთი დამდგარი შედეგი არ გვინახავს.

ტვ პირველზე რუსული კანონის მიღების დროს რომ ჩასაფრება მოაწყვეს ადამიანებმა, სათვალთვალო კამერების ჩანაწერი ჩვენი ხელით რომ ამოვუღეთ და მივეცით, მაინტერესებს კარლო კაციტაძისგან, ვინ დაისაჯა ამისთვის? რა თქმა უნდა, არავინ და ასეთი საქმე არაერთია, - ამბობს ნოდარ მელაძე. 
 

ძალადობრივი დაჯგუფების მიერ ნაცემი ჟურნალისტების, მაკა ჩიხლაძის და გიორგი შეწირულის მხარდასაჭერი  აქციები ამ წუთებში ოთხ ქალაქში იწყება. პროტესტია თბილისშიც და რეგიონებშიც. ჟურნალისტები მოუწოდებენ ივანიშვილის პარტიას,  შეწყვიტონ მედიაზე თავდასხმები და ძალადობის წახალისება, ცემის ფაქტები კი გამოიძიონ და ციხეში გაუშვას თავმდასხმელები, რომლებიც გუშინ თბილისის ცენტრში დაუდნდობელი მეთოდებით გაუსწორდნენ შაბათის ეთერის გადამღებ ჯგუფს.

"ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ.

ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი. 

 

მსგავსი სიახლეები