მედიის წინააღმდეგ დაწყებულ რეპრესიებს ჟურნალისტები ბათუმშიც აპროტესტებენ
თბლისის პარალელურად, შაბათის ეთერის ნაცემი ჟურნალისტის და ოპერატორის მხარდასაჭერად მოქალაქები ამ წუთებში ბათუმშიც იკრიბებიან. ერას მოედანზე მედიის წინააღმდეგ დაწყებულ რეპრესიებს აპროტესტებენ. ივანიშვილის რეჟიმის საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებენ, ჩაატარონ გამოძიება, იპოვოონ თავდამსხმელები და უმკაცრესად დასაჯონ.
დღეს მედია არის განწირული. მედია არის მიზანმიმართული სამიზნე იმ ძალადობის, რომლის სიმბოლური, შემაჯამებელი გამოხატულება იყო გუშინდელი კადრები, რაც ჩვენ ვნახეთ გიორგის მიმართ. გაუგოანრი სისასტიკე. პირველი, რაც თავში მოგვივიდა, ეს იყო ჩვენი გმირი გიორგი ანწუხელიძე და არ ვიცი, ვის თავში მოიხარაშა და ვინ არის ამ სადისტური ბრძანების გამცემი და შემსრულებელი, - ამბობენ ჟურნალისტები.
"ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ.
ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.