გორში მედიის წარმომადგენლებმა პოლიციის შენობის წინ კამერები და მიკროფონები დაალაგეს

08.12.24 15:42
გორში მედიის წარმომადგენლებმა პოლიციის შენობის წინ კამერები და მიკროფონები დაალაგეს

"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს, რომელზეც გუშინ თავდასხმა განხორციელდა, სოლიდარობას გორშიც უცხადებენ. მედიის წარმომადგენლებმა პოლიციის შენობის წინ სომბოლურად მიკროფონები, კამერები და შტატივები დაალაგეს. 

მე გამიკვირდა და ძალიან შევწუხდი, რომდესა სამართალდამცავი დგას, უყურებს როგორ უსწორდებიან მოქალაქეებს, ჟურნალისტებს და ამას ხუჭავსთალს ე.წ. პოლიცია და იძახის, რომ ამას ვერ ვხედავ. მე ვნახე მუნდირაყრილი პოლიცია. მე ასეთი საქართველო არ მინდა,ა სეთი პოლიცია არ მინდა. თავის თავს რომ ვერ იცავს, ის მე ვერ დამიცავს. რაც გუშინ ვნახეთ, ეს არის სირცხვილი, - ამბობს ჟურნალისტი. 

"ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ.

ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი. 

 

 

მსგავსი სიახლეები