კიდევ უფრო გაძვირებული ცხოვრება - წლიური ინფლაცია ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა

03.09.21 12:18
კიდევ უფრო გაძვირებული ცხოვრება - წლიური ინფლაცია ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა

წლიური ინფლაცია ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა - ანგარიშს საქსტატი აქვეყნებს. 2021 წლის აგვისტოს ინფლაციის მაჩვენებელი 12.8%-ს შეადგენს. 

დოკუმენტის თანახმად, ფასები მკვეთრად არის გაზრდილი ყველა ძირითად სამომხმარებლო ჯგუფზე, მათ შორის სურსათზე 16.2%-ით; ტრანსპორტზე 22.5%-ით; ჯანდაცვაზე კი 10.9%-ით. წლიურ ჭრილში ზეთი და ცხიმი 44%-ით გაძვირდა, ბოსტნეული - 42%-ით, პურპროდუქტები - 13%-ით.