პოლიციამ ახლადდამონტაჟებული ნაძვის ხე ალყაში მოაქცია

08.12.24 17:24
პოლიციამ ახლადდამონტაჟებული ნაძვის ხე ალყაში მოაქცია

პოლიციამ ახლადდამონტაჟებული ნაძვის ხე დააპატიმრა. კონსტრუქციას, რომელზეც მედიის წარმომადგენლებმა ნაცემი ჟურნალისტების და ოპერატორების ფოტოები ჩამოკიდეს, ახლა საპატრულო პოლიცია იცავს. 

"გრცხვენოდეთ!" - ისმის პროტესტის მონაწილეების შეძახილები. 

"პირველების" ჟურნალისტს სამართალდამცველებმა ნაძვის ხესტან მიახლოების საშუალება არ მისცეს.

თქვენ ნაძვის ხეს იცავთ თუ ხალხს? რა უფრო საფრთხის შემცველია, მოთარეშე ბანდები ქუჩებში თუ ნაძის ხის კონსტრუქციები? - ჰკითხა ჟურნალისტმა პოლიციელებს, თუმცა გადაჭრით პასუხი ვერ მიიღო. 

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტები და ოპერატორები დღეს ქუჩაში მას შემდეგ გავიდნენ, რაც გუშინ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს მოძალადე დაჯგუფება დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. მედიის წარმომადგენლები მაკა ჩიხლაძეს და გიორგი შეწირულს ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, მომხდარი გამოიძიოს და დამნაშავეები დასაჯოს.

მსგავსი სიახლეები